ახალი ამბები

საქართველო ტოვებს დსთ-ს – სააკაშვილი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ძალები ”საოკუპაციო ძალებად” გამოაცხადოს. 

”ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აქ არასდროს არ დაბრუნდება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას, ”მოვუწოდებთ უკრაინას და სხვა წევრებს ასევენ დატოვონ დსთ, რომელსაც რუსეთი მართავს”. 

”ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ რუსულ სამშვიდობო მანდატზე და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოვაცხადოთ,” – დასძინა მან.    

Back to top button