
ახალი ამბები
გორის დაბომბვის დროს ექვსი ადამიანი დაიღუპა – იაკობაშვილი
სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიღუპა და სხვები დაშავდნენ გორში დღეს დილით მომხდარი დაბომბვის დროს, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
ბოლო დღეების მანძილზე გორი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ინტენსიურად იბომბებოდა. ათობით ადამიანი დაიღუპა 9 აგვისტოს მომხდარი დაბომბვის დროს.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, კერძოდ კი გორში მდებარე სამხედრო ობიექტები იყო.