ახალი ამბები

გორი კვლავ დაიბომბა

დღეს დილით გორში რუსულმა ბომბდამშენმა ქალაქის სატელევიზიო ანძა ააფეთქა და იმავდროულად, სავარაუდოდ, მძიმე არტილერიიდან გაიხსნა ცეცხლი გორის შემოგარენში, განაცხადა ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტმა სატელეფონო ჩართვაში გორიდან.

გორის დაბომბვის ფაქტი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა Civil.ge-ს. თუმცა შემთხვევის შესახებ უფრო დეტალურად არ უსაუბრია და ასევე უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე დაბომბვის შედეგად.



მსგავსი/Related

Back to top button