ახალი ამბები

საქართველოს ექვსი ქვეყნის ლიდერი ეწვევა

დღეს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ასევე ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, ლატვიისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები ივარს გოდმანისი და ადრეს ანსიპი.

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში ვიზიტამდე მოსკოვში ეწვევა, რათა მიაღწიოს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას.

ბალტიის ქვეყნების, უკრაინისა და პოლონეთის ლიდერების ვიზიტი კი მიზნად ისახავს  ”მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოსთვის რუსული არმიის მიერ მისი ოკუპაციის პირობებში, ასევე ქართველი ხალხისათვის და მისი კანონიერად არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი,”- აცხადებს ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.

იმავდროულად, დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში 26+1 ფორმატში გაიმართება შეხვედრა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

საქართველოს ოფიციალური პირების ცნობით, ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა მისი ვიზიტი არ შედგა და თბილისის პოზიციებს საბჭოს სხდომაზე ნატოში საქართველოს ელჩი რევაზ ბეშიძე გაახმოვანებს.

მსგავსი/Related

Back to top button