ახალი ამბები

თბილისი რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შესახებ იტყობინება

ქართული მხარის განცხადებით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ერთი რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც გორს გადაუფრინა მაშინ, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ფინეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გორს სტუმრობდა.

სააკაშვილის დაცვა იძულებული გახდა იგი სასწრაფოდ გამოეყვანა გორიდან მას შემდეგ, რაც გამანადგურებლის გადაფრენის ხმა გაიგეს.

CNN-მა და BCC-მ უჩვენეს კადრები, სადაც ჯავშანჟილეტში ჩაცმული პრეზიდენტი მაღლა იყურება; მისმა დაცვამ კი ის სასწრაფოდ მიწაზე დააწვინა და თავიანთი სხეულებით და დამატებითი ჯავშანჟილეტებით დაიცვა. რამდენიმე წამში პრეზიდენტის დაცვამ სააკაშვილი ახლომდებარე მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ გორს ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელთაგანაც ერთი ჩამოაგდეს. სულ, ქართულმა ძალებმა 19 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

Back to top button