
შუაღამეს განხორციელებული თავდასხმები
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ანგარიში რუსეთის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული თავდასხმების შესახებ:
11 აგვისტო
07:15 – რუსულმა თვითმფრინავებმა სენაკის აეროპორტი დაბომბეს.
06:10 – გორის სატანკო ბატალიონი დაბომბეს. დაინგრა ახლომდებარე საცხოვრებელი სახლი.
05:00 – რუსულმა გამანადგურებლებმა დედოფლისწყაროს რაიონის შირაქის აეროდრომი დაბომბეს.
04:37 – თბილისის ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფელ ლენინისის სამოქალაქო სარადარო სადგურზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა.
03:05 – რუსულმა თვითმფრინავებმა ბათუმის მახლობლად მდებარე სოფლები შარაბიძეები, კაპანდიჩი და მახო დაბომბეს. მსხვერპლს ადგილი არ ჰქონია. დაიბომბა სასაფლაოები.
00:30 – რუსულმა თვითმფრინავებმა გორის დასავლეთით მდებარე სოფელ შავშვებში განთავსებული სამოქალაქო სარადარო სადგური დაბომბეს.
00:00 – ზემო კოდორის ხეობიდან ზუგდიდის საავადმყოფოში ხუთი დაჭრილი პოლიციელი გადაიყვანეს.
10 აგვისტო
20:00 – ზემო კოდორის ხეობის სოფელ კვაბჩარას მახლობლად პოზიციებისთვის ბრძოლა გაიმართა.
19:10 – რუსულმა ავიაციამ ისევ დაბომბა ”თბილავიამშენის” ქარხანა.
19:05 – რუსულმა ავიაციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე ბომბი ჩამოაგდო.
18:00 – ზუგდიდის რაიონის სოფელი ანაკლია რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს. მსხვერპლი არ არის.