ახალი ამბები

თბილისის ზღვასთან აფეთქება მოხდა

თბილისში 11 აგვისტოს ღამის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.  რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს თბილისის ზღვასთან, მახათას მთაზე მდებარე რადიოლოკაციურ სადგურზე.

აღნიშნული რადარი სამოქალაქო დანიშნულების იყო და ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურებოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეორე ჭურვი რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის შემოგარენში დაუსახლებელ ადგილას ჩამოაგდო.

Back to top button