ახალი ამბები

რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი ძალები შეიყვანა

10 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთში დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა შეიყვანა, იტყობინება ”ინტერფაქსი”, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

აფხაზეთში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური ძალების წარმომადგენლის ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით, რუსული საჰაერო სადესანტო ძალების დაჯგუფების შეყვანა იმ მიზნით მოხდა, რომ არ იქნას დაშვებული სამხრეთ ოსეთის მსგავსი მოვლენების განვითარება აფხაზეთში.

Back to top button