skip to content
ახალი ამბები

უკრაინა რუსეთს სამხედრო გემების საქართველოში გაგზავნის წინააღმდეგ აფრთხილებს

უკრაინამ გააფრთხილა რუსეთი, რომ იტოვებს უფლებას აღარ შეუშვას საქართველოს სანაპიროზე გაგზავნილი რუსული სამხედრო გემები უკან, უკრაინულ ბაზაზე სევასტოპოლში.

”უკრაინის მხარე აფრთხილებს რუსულ მხარეს შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში მონაწილეობის შესაძლებლობის წინააღმდეგ,” – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი გემები გააგზავნა აფხაზეთის სანაპიროზე, რათა თავიდან აიცილოს ”იმ მოვლენების გამეორება, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი სამხრეთ ოსეთში”.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემები, მათ შორის კრეისერი ”მოსკვა” უკვე განთავსდა საქართველოს საზღვაო საზღვარზე.

გემების ამოცანაა საზღვაო მარშრუტებით საქართველოში იარაღის შეტანის აღკვეთა, იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წყაროზე დაყრდნობით. 

მსგავსი/Related

Back to top button