
ახალი ამბები
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთს არ აქვს უფლება საქართველოში შეიჭრას
”რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ არ აქვს უფლება სხვა ქვეყნებში შეიჭრას,” – განაცხადა შცედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა.
მან გააფრთხილა, რომ ამ პრეცედენტის დაშვებას ”დამანგრეველი შედეგები” მოყვება.
როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტს პარიზში ორშაბათს დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავენ.