ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ სრულფასოვანი დიალოგი უნდა დაიწყონ ქვეყანაში კონფრონტაციის შესაჩერებლად.

”ეს არის დანაშაული, რასაც სჩადიან ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს სიგიჟე. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს დაუყონებლივ მოლაპარაკებას და დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტას, სრულფასოვანი დიალოგის აწყობას,” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

”მე მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს, მედვედევს შევაჩეროთ ეს სიგიჟე. ეს არ შედის არც რუსეთის, არც საქართველოს ინტერესებში,” – განაგრძო მან. ”ამავე დროს, მე მინდა ჩვენ ხალხს ვუთხრა – ეს არის საქართველოს თავისუფლების მოსასპობად და საქართველოს დამოუკიდებლობის დასამთავრებლად დაწყებული სამხედრო ავანტიურა. ჩვენ უნდა გავძლოთ. ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად და არ უნდა ვაჩვენოთ არავის, რომ გვეშინია”. 

 

 

 

Back to top button