
ახალი ამბები
ზემო კოდორის ხეობაზე აფხაზურმა ძალებმა იერიში მიიტანეს
აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გამოდევნის მიზნით სახმედრო ოპერაცია დაიწყეს, იტყობინება ”როიტერი” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ მის პოზიციებზე ხეობაში იერიში მიიტანეს.
”რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ყველა მათგანი მოგერიებულია,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 აგვისტოს ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე.
ქართული მხარის ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ზემო კოდორის ხეობაში ხუთი სოფელი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.