
საქართველოს მასშტაბით სტრატეგიული ობიექტები დაიბომბა
რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა 8 აგვისტოს გვიან საქართველოს მასშტაბით მდებარე რამდენიმე სტრატეგიულ ადგილას ბომბები ჩამოყარა, მათ შორის სენაკის სამხედრო ბაზაზე და ფოთის პორტში, იტყობინებოდა ქართული მედია.
ფოთის პორტის დაბომბვის შედეგად არიან გარდაცვლილებიც და დაჭრილებიც, იტყობინებოდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე დაიბომბა სარკინიგზო სადგური სენაკში. გუშინ ოთხჯერ დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა.
”ეს არ არის კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში; ეს არის ომი რუსეთის წინააღმდეგ,” – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
”მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე თავდასხმები თვითმფრინავებით და ჭურვებით, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამოიყვანოს მისი სახმელეთო საბრძოლო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან,” – განაცხადა აშშ-ს სახელწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა.
ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, უკვე დაიწყო პერსონალის ევაკუაცია ადმინისტრაციული და სამთავრობო შენობებიდან. ქართული მედიის ცნობით, უკვე ევაკუირებულია პრეზიდენტის ახლადაშენებული რეზიდენციის პერსონალი, ასევე თბილისის მოსახლეობა მიმდებარე შენობებიდან.