
ახალი ამბები
თბილისი აცხადებს, რომ ცხინვალზე კონტროლი დაამყარა
მიუხედავად იმისა, რომ სროლები გრძელდება ცხინვალს ქართული ძალები აკონტროლებენ და ყველა ძირითად ადმინისტრაციულ შენობაზე ქართული სახელმწიფო დროშები ფრიალებს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის 58-ე არმია ცხინვალის სიახლოვეს განთავსდა, რათა ”ჩაახშოს” ქართული ძალების საცეცხლე პოზიციები.