
ახალი ამბები
სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვისას
სამი ადამიანი გარდაიცვალა და ხუთი დაიჭრა დღეს რუსული სამხედრო თვითფრინავის მიერ მარნეულის სამხედრო აეროდრომზე ბომბის ჩამოგდების შედეგად.
ეს ინფორმაცია Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა.
მანამდე ქართული მხარე იტყობინებოდა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა.