
ახალი ამბები
სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე მსოფლიო ლიდერებს ესაუბრა
სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სატელეფონო საუბრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან, გერმანიის და ფინეთის საგარეო სამქეთა მინისტრებთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან და ალექსანდრე სტუბთან, ასევე ლიტველ და უკრაინელ კოლეგებთან, ვალდას ადამკუსთან და ვიკტორ იუშჩენკოსთან.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას მშვიდობის აღდგენასა და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების თაობაზე გაამახვილა ყურადღება.