ახალი ამბები

რესპუბლიკელები საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების განმუხტვისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში ”უდიდესი საფრთხე ელოდება”.

”დღეს აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების მთავრობების დაუყოვნებელი მოქმედება, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს პირისპირ რუსეთთან, როგორც აგრესორთან და კონფლიქტის უშუალო მონაწილე მხარესთან”, – განაცხადა პრეს-კონფერნციაზე დავით უსუფაშვილმა.

იგი ასევე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ყველა ღონე იხმაროს რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზურნველსაყოფად.

დავით უსუფაშვილმა კომეტარი გააკეთა ახალი მემარჯვენეების ლიდერის ინიციატივაზე გამოცხადდეს მონატორიუმი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე და განაცხადა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში  ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ვალია იყოს მოწოდების სიმაღლეზე საერთო სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით.

Back to top button