ახალი ამბები

სააკაშვილი: ქართულმა ძალებმა ორი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ქართულმა ძალებმა ორი რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელთაც საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 აგვისტოს.

სააკაშვილმა ეს განცხადება უცხოელ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა. თუმცა, დეტალები არ დააკონკრეტა.

დღეს დილით ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართულმა ძალებმა გორის მახლობლად რუსული მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და მას მორიგი ინფორმაციული პროვოკაცია უწოდა.

Back to top button