ახალი ამბები

რუსეთის საგარეო უწყება: საქართველომ ნდობის კრედიტი დაკარგა

საქართველომ დაიწყო ცხივალზე ”მუხანათური და მასიური იერიში” რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა შეთანხმება მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

”საქართველოს ხელისუფლება დაადგა ძალისმიერი სცენარის გზას, მიუხედავად ყველა დიპლომატიური მცდელობისა მოსკოვს, თბილისს, ცხინვალს, ვაშინგტონს და სხვა დაინტერესებულ დედაქალაქებს შორის,” – ნათქვამია განცხადებაში.

”შედეგად, სრულიად დაიკარგა ნდობის კრედიტი საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ,” – ნათქვამია განცხადებაში.

”ნათელი გახდა, თუ რატომ იკავებდა თავს თბილისი, სხვადასხვა საბაბით, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ძალის არგამოყენების თაობაზე სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერისგან… ჯერ არ არის გვიან თავიდან ავიცილოთ მასობრივი სისხლისღვრა,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ დადგება განზე ამ ”რთულ სიტუაციაში”. ”საჭიროა ერთობლივად შევაჩეროთ ძალადობა, რომელსაც შესაძლოა სერიოზული შედეგები მოყვეს რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

 

Back to top button