ახალი ამბები

შსს: საბრძოლო თვითმფრინავმა გორის სიახლოვეს ბომბი ჩამოაგდო

საქართველოს საჰაერო სივრცეში 8 აგვისტოს დაახლოებით 11:30 საათზე ოთხო მოიერიშე თვითმფრინავლი შემოფრინდა და გორის სიახლოვეს ბომბი ჩამოაგდო, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ.

ბომბი დაუსახლებელ ადგილას აფეთქდა, შედეგად არავინ დაშავებულა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთი საათით ადრე SU-24 მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ქარელის პოლიციის სიახლოვეს, ასევე სოფლებში ვარიანი და ქარელი ბომბები ჩამოაგდო, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი მსუბუქად დაიჭრა, განაცხადა ზღულაძემ.

Back to top button