
ახალი ამბები
თბილისის თქმით, რუსულმა გამადგურებელმა ქარელი დაბომბა
სამმა SU-24 მოიერიშე თვითმფრინავმა 8 აგვისტოს დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ერთ-ერთმა მათგანმა ორი ბომბი ჩამოაგდო ქარელის პოლიციის მახლობლად, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
”რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა,” – განუცხადა შსს-ს წარმომადგენელმა Civil.Ge-ს.
ქარელი სამხრეთ ოსეთის გარეთ მდებარეობს. ქარელის რაიონი თვითგამოცხადებულ რეგიონს ესაზღვრება.