ახალი ამბები

იაობაშვილი ქართული მხარის მიერ 5 სოფლის დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართულმა მხარემ  სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში  5 სოფელი -ატოცი, ქვემო ოქონა,  დმენისი, მუგუთი და დიდმუხა დაიკავა.

”თუ არ ვცდები, ცხინვალი მთლიანად ალყაშია ჩვენი შეიარაღებული ფორმირებების მიერ”, – განუცხადა ”რუსთავი 2”-ს თემურ იაკობაშვილმა, – ”ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ქალაქის ან სოფლის აღებას დაპყრობას და ა.შ. ჩვენი მიზანი  არაფრის დაპრყობა და აღება არ არის ჩვენი მიზანია შეწყდეს ცეცხლი”.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ამ დროსითვის კონფლიქტის ზონაში ”ვითარება საკმაოდ დაძაბულია და  მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები”.

იაკობაშვილმა კვლავ მოუწოდა სეპარატისტულ ძალებს დიალოგისკენ და განაცხადა, რომ ქართული მხარე კვლავ მზად არის მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის.

”ამ სიტუაციიდან არის მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი – ეს არის შეხვედრა და დიალოგი”, – განაცხადა იაკობაშვილმა, –  ”ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველასთან, ყველა მხარესთან… თუ სეპარატისები მზად არიან ჩვენ მზად ვართ”.

მსგავსი/Related

Back to top button