ახალი ამბები

ქართულ პოზიციებს სერიოზულად უტევენ, – აცხადებს შსს

სერიოზული სროლები მიმდინარეობს ქალაქ ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების მიმართულებით, – აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

”ქართული სოფელი თამარაშენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს ასევე დაიცხრილა სამხრეთ ოსეთის ფორმირებების მხრიდან” – განუცხადა Civil.Ge-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

”მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ სროლების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რეგიონში სიტუაცია ხანმოკლე პერიოდში ჩაწყნარდა, მაგარმ შემდეგ სოფელ ფრისზე განხორციელდა თავდასხმა, მოგვიანებით ცეცხლი გახსნეს თამარაშენის მიმართულებით”, – განაცხადა უტიაშვილმა.

”არა მარტო თამარაშენი, არამედ ყველა ქართული პოზიცია ამ დროისთვის არის სროლების  ქვეშ”, – დასძინა მან.

Back to top button