ახალი ამბები

სოლანა მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ საქართველოს პრეზიდენტთან  მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაცია განიხილა.

”ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხავიერ სოლანამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოუწოდა გამოიყენონ  ყველა შესაძლებლობა, რაც აუცილებელია ძალადობის სწრაფად შეწყვეტისა და მხარეებს შორის მშვდობიანი მოლაპარაკებების აღდგენისთვის”, – განაცხადა ხავიერ სოლანას პრეს-სამსახურმა.

Back to top button