ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა სინანული გამოთქვა იმის თაობზე, რომ არ შედგა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის 7 აგვისტოს დაგეგმილი  შეხვედრა.

”სიტუაცია კონფლიქტის ზონაში უკიდურესად დაძაბულია და დაუყონებლივ დეესკალაციას მოითხოვს. მე დღეს დავუკავშირდი თბილისს და ცხინვალს და მოვუწოდე მათ შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები და დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები,” – განახცადა სტაბმა 7 აგვისტოს.

”მე სინანული გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ მათმა წარმომადგენლებმა ვერ გამართეს შეხვედრა და კვლავაც შევთავაზე მხარეებს რაც შეიძლება სწრაფად გამართონ შეხვედრა ჰელსინკში. მე ასევე ვაპირებ საქართველოში ჩასვლას უახლოეს მომავალში,” – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარემ.

Back to top button