
ახალი ამბები
ცხინვალის რეგიონში მომხდარი სროლების შედეგად 10 ქართველი დაიღუპა – წყარო
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტოს მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი, დაიღუპა, განუცხადა Civil.Ge-ს საქართველოს ხელისუფლების უცნობმა წყარომ.
წყარომ, რომელიც ანუნიმურობის დაცვის პირობით საუბრობდა, განაცხადა, რომ დაჭრილთა რაოდენობა ”ბევრად მეტია”. თუმცა, მისივე თქმით, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.