ახალი ამბები

სროლები კონფლიქტის ზონაში კვლავ ისმის

ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს სროლები კონფლიქტის ზონის სოფელ ავნევში. ამის შესახებ  Civil.Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, ქართული მხრიდან არიან დაჭრილები და გარდაცვლილებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

”დავაზუსტებთ და მოგვიანებით გავავრცელებთ გარდაცვლილების და დაჭრილების შესახებ ინფორმაციას”, – განაცხადა უტიაშვილმა.

Back to top button