ახალი ამბები

თემურ იაკობაშვილი მარატ კულახმეტოვს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოს ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.

”სეპარატისტებმა ისევ უარი თქვეს შეხვედრაზე; მოლაპარაკებები ერთადერთი გამოსავალია სიტუაციიდან. კულახმეტოვმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხვედრა [სამხრეთ ოსურ მხარესთან] მაინც შედგეს, დღეს თუ არ გამოვიდა, ხვალ მაინც შედგეს,” – განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს. 

მისი თქმით, ცხინვალში სიტუაცია ”საკმაოდ მძიმეა”. ”ქუჩებში ხალხი არ დადის,” – დასძინა იაკობაშვილმა.

 

 

Back to top button