
ახალი ამბები
ვაშაძე მოსკოვში შეხვედრებს გამართავს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე 10 აგვისტოს მოსკოვში მიემგზავრება. ამის შესახებ Civil.Ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინოსტროში თავის კოლეგასთან გრიგორ კარასინთან შეხვედრაზე საქართველოს კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას განიხილავს. 
 
3 აგვისტოს გრიგოლ ვაშაძესა და  გრიგოლ კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.
