ახალი ამბები

ნატო მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარმენ რომერომ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ ალიანსს არ გააჩნია ინფორმაცია საქართველოს მიერ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს თავისი შეიარაღებული ძალების ზრდის თაობაზე, იტყობინება ”როიტერი”.

”ნატო გაეცნო ინფორმაციას ბოლო დღეების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ძალისმიერი დაპირისპირების თაობაზე, რამაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვია,” – განაცხადა კარმენ რომერომ. ”მოვუწოდებთ ყველა მხარეს განმუხტონ დაძაბულობა”. 

Back to top button