
ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთში 500-ზე მეტი ქალი და ბავშვი ჩავიდა
ჩრდილოეთ ოსეთში 3 აგვისტოს ცხინვალიდან ბავშვებით და ქალებით სავსე თოთხმეტი ავტობუსი და ხუთი მიკროაბტობუსი ჩავიდა, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
სულ თვითგამოცხადებული რეგიონიდან 534 ადამიანის, მათ შორის 390 ბავშვის გააგზავნეს, რასაც წინ უძღოდა ინტენსიური სროლები კონფლიქტის ზონაში, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 დაშავდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსახლეობის ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნას ”ევაკუაციას” უწოდებს.
თუმცა, ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ერმაკ ძანსოლოვმა განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ ეს არ არის ”ევაკუაცია”. მისი თქმით, ბავშვების გაგზავნა ჩრდილოეთ ოსეთში არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ ოსეთის ბავშვების მასპინძლობას ზაფხულის არდადეგებზე ჩრდილოეთ ოსეთის კურორტებზე.