We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

შსს: ცხინვალის რეგიონში აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი მძიმედ, მას შემდეგ, რაც მათი მანქანა დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ექვსი პოლიციელი დაშავდა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსული სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ორი ქართველი პოლიციელი დაშავდა.   

ინციდენტი დილის 8 საათზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად შემოვლით გზაზე მოხდა, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს.

    

Back to top button