
ახალი ამბები
კორუფციის ბრალდებით ეკონომიკის სამინისტროს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დღეს დააკავა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის ორგანიზების სამმართველოს უფროსი თამაზ ტაბატაძე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პიროვნება მონაწილეობას იღებდა რუსთავი-თბილისის გზატკეცილის მე-17 კილომეტრზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთების და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის დროს ქრთამის აღებაში.
გუშინ ამავე გარიგებაში მონაწილეობისას 350 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ბექა ოქროსცვარიძე და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პრივატიზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა მოისწრაფიშვილი.