
ახალი ამბები
ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე 29 ივლისს შეხვდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა რუსული მხარის თხოვნის საფუძველზე გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები.