ახალი ამბები

გალში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

33 წლის მალხაზ პატარაია გარდაიცვალა დღეს სოხუმის საავადმყოფოში 27 ივლისს გალის რაიონში მომხდარი აფეთქების დროს მიღებული ჭრილობების შედეგად, განაცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

ასაფეთქებული მოწყობილობა, რომელიც ქართული მედიის ინფორმაციით, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იყო, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მახლობლად ამოქმედდა.

იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ განუცხადა ”ინტერფაქსს”, რომ ერთი ბავშვი დაშავდა, რომელიც ამჟამად გალის საავადმყოფოში იმყოფება.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პერტაიას ორი ნათესავი, 3 და 5 წლის გოგონები დაშავდნენ ინციდენტის დროს. ამავე ინფორმაციით, ერთი გოგონა გალის საავადმყოფოში იმყოფება, მეორე კი – ზუგდიდში.  

 

Back to top button