ახალი ამბები

რუსეთი სარკინიგზო ძალების გაყვანას 30 ივლისიდან დაიწყებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი სარკინიგზო ძალების მიერ აფხაზეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დასრულების აღსანიშნავი ცერემონია 30 ივლისს გაიმართება.

თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსული მედიის წარმომადგენლები დაპატიჟა ცერემონიაში და სარკინიგზო ძალების დრანდას რკინიგზის სადგურიდან ოფიციალურ გაცილებაში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის სარკინიგზო ძალებმა, რომლებიც რეგიონში მაისის ბოლოდან იმყოფებიან, სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის 54-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი შეაკეთეს.

ქართულმა მხარემ კატეგორიულად დაგმო აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ძალების დანაყოფების განთავსების ფაქტი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი ამტკიცებდა.  თბილისის თქმით, რუსეთი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის ამზადებს.  

Back to top button