
ახალი ამბები
ცხინვალში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
26 წლის ცხინვალის ადგილობრივი მკვიდრი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მისი მანქანა 25 ივლისს დისტანციური მართვის პულტის საშუალებით ააფეთქეს, განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 17:20 საათზე ცხინვალის გარეუბანში მოხდა, სოფელ ნიქოზსა და ცხინვალს შორის მდებარე გზაზე, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი. ინციდენტი რუსი სამშვიდობოების საგუშაგოდან 300 მეტრში მოხდა. დეტალური ინფორმაცია ინციდენტის თაობაზე არ ვრცელდება.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობამ 25 ივლისს განაცხადა, რომ წელს კონფლიქტის ზონაში ანალოგიური აფეთქების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25-ზე მეტი დაშავდა.