
ახალი ამბები
სააკაშვილი ყარსში სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაწყებას დაესწრება
დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი თურქეთის ქალაქ ყარსში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის თურქული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
სააკაშვილი თავის თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან აბდულა გიულთან და ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრებს ცერემონიის ფარგლებში.
სარკინიგზო შეთანხმებას ქართულმა, თურქულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა თბილისში შარშან 7 თებერვალს მოაწერეს ხელი, ნოემბერში კი ქართული მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის მიზანია ტრანსევროპული და ტრანსაზიური სარკინიგზო დერეფნების შეერთების უზრუნველყოფა სამ ქვეყანას შორის ახალი სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედებით.