ახალი ამბები

ლავროვმა და რაისმა აფხაზეთზე იმსჯელეს

სინგაპურში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ იმსჯელეს, იუწყება რუსეთის საგარეო უწყება 23 ივლისს.

”ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი აბსოლუტური დარწმუნება იმაში, რომ მხარეების მიერ ძალის არ გამოყენების შესახებ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და კოდორის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმის გარეშე ძნელად თუ შეიძლება იმის იმედი გაჩნდეს, რომ აღდგება ნდობა და შესაძლებელი იქნება ყველა სხვა საკითხის განხილვა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ასევე დევნილთა დაბრუნების და კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხების,”- განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

Back to top button