ახალი ამბები

აფხაზი დეპუტატები ჩეჩნეთს ესტუმრნენ

დეპუტატების ჯგუფი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან მისი სპიკერის ნუგზარ აშუბას ხელმძღვანელობით 16-19 ივლისს ჩეჩეთს სტუმრობდნენ, იტყობინება ”აფსნიპრესი” 21 ივლისს.

2008 წლის თებერვალში ჩეჩნეთის პარლამენტის მაშინდელი სპიკერი დუკვახ აბუდახმანოვი ესტუმრა აფხაზეთს და მხარეები შეთანხმდნენ ხელი მოეწერათ ხელშეკრულებაზე ორ პარლამენტს შორის თანამშრომლობის შესახებ. თუმცა, დოკუმენტს არ მოეწერა ხელი, რადგანაც ჩეჩნეთის ამჟამინდელ პარლამენტს შეუჩერდა უფლებამოსილება და წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი.

აფხაზეთის პარლამენტის დე ფაქტო სპიკერმა ნუგზარ აშუბამ იმედი გამოთქვა, რომ ხელშეკრულებას ჩეჩნეთის ახალ პარლამენტთან მოეწერება ხელი.

”ჩეჩნეთში ყველგან იგრძნობოდა ჩეჩენი ხალხის თანაგრძნობა აფხაზეთში არსებული პრობლემების მიმართ,” – განაცხადა აშუბამ, ”ჩეჩნები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს აფხაზეთის გამარჯვებაში [კონფლიქტის დროს] ”. 

Back to top button