ახალი ამბები

პარტია თავისუფლება ოთხმა წამყვანმა წევრმა დატოვა

ოპოზიციური პარტია თავისუფლების პოლიტსაბჭო შვიდიდან ოთხმა წევრმა დატოვა, თუმცა მიზეზებზე საუბარს მათ თავი აარიდეს.

”მე ვადასტურებ ინფორმაციას, რომ დავტოვე პოლიტიკური ორგანიზაცია თავისუფლება, მაგრამ მიზეზებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ,”- განაცხადა პარტიიდან წამოსული სხვა სამი წევრის მსგავსად დავით ბარდაველიძემ, პარტია თავისუფლების ყოფილმა წევრმა ცესკოში.

პარტიის ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას, რომელიც ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა ეს პროცესები მოჰყვა მის გადაწყვეტილებას გაერთიანებული ოპოზიციის რიგების დატოვების თაობაზე.

Back to top button