
ახალი ამბები
ოლიმპიური მედლისთვის სახელმწიფომ 1 მილიონი ლარის ჯილდო დააწესა
სახელმწიფო თითოეულ სპორტსმენს, რომელიც პეკინში ოლიმპიურ ოქროს მედალს მოიპოვებს, 1 მილიონი ლარით დააჯილდოვებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
”მინდა, რომ პეკინიდან ოქროს მედლებით და ერთი მილიონით დაბრუნდეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა 21 ივლისს სპორტსმენებთან შეხვედრაზე.
2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ ორი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალოსნებმა გიორგი ასანიძემ (ძალოსნობა) და ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო) მაშინ საქართველოს ხელისუფებისგან ჯილდოდ 25 000 ლარი მიიღეს, ხოლო 400 000 ლარი თითოეულ მათგანს ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა გადასცა.