ახალი ამბები

შსს ადასტურებს ოთხი ოსი პიროვნების დაკავების ფაქტს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა გუშინ საღამოს ოთხი ოსი პიროვნების დაკავების ფაქტი, რომელთაც იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვაში ედებათ ბრალი.

”ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი,”- განუცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს, ”მათ, წესისამებრ, დაკავებიდან 48 საათში წაეყენებათ ბრალი იარაღისა და ნარკოტიკების უკანონო შენახვაში”. 

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა  განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა ოთხი ოსი ”გაიტაცეს” ოსური მილიციის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ქართველის დაკავების საპასუხოდ.

ქართული მხარე ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან კავშირს უარყოფს. 

Back to top button