ახალი ამბები

ცხინვალის მტკიცებით, ქართულმა მხარემ ოთხი ადამიანი დააკავა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართულმა მხარემ 20 ივლისის საღამოს ოთხი ოსი პიროვნება დააკავა, რომლებიც გორიდან ცხინვალში ბრუნდებოდნენ.

ქართველმა სამართალდამცავებმა ოთხი ოსი ”გაიტაცეს” ოსური მილიციის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ეთნიკური ქართველის დაკავების საპასუხოდ, აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

მამუკა ყურაშვილმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, განუცხადა რადიო ”იმედს”, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ოსი პიროვნებების დაკავების თაობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ ეს ინფორმაცია მართალია, დაკავება შესაძლოა კრიმინალური დანაშაულის საფუძველზე განხორციელდა. მან უარყო ამ შესაძლო ფაქტის რაიმე კავშირი ცხინვალში ქართველის დაკავებასთან.

Back to top button