ახალი ამბები

დავით გამყრელიძე აშშ-ში გაემგზავრა

დღეს ახალი მემარჯვენეები ლიდერი დავით გამყრელიძე აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 10-დღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს სენატში, თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი მემარჯვენეების პრესსამსახურის ცნობით, გამყრელიძე ასევე სიტყვით გამოვა ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და ამერიკის დემოკრატიის მხარდამჭერ ეროვნულ ფონდში, სადაც მისი მოხსენების მთავარი თემა იქნება ”დემოკრატიის კრიზისი და სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა საქართველოში”.

Back to top button