
ახალი ამბები
სოხუმმა ტირასპოლში წარმომადგენლობა გახსნა
თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 17 ივლისს წარმომადგენლობა გახსნა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
დნესტრისპირეთის დედაქალაქში, ტირასპოლში გამართულ ცერემონიას აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაურ კოვე დაესწრნენ.