ახალი ამბები

ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის შემოსავლებმა 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის მთლიანმა შემოსავლებმა 2007 წელს 1.114 მლრდ ლარი შეადგინა, ნაცვლად 2006 წლის 1 მილიარდი ლარისა, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიურ ანგარიშში.

საერთო შემოსავლებმა ქვეყნის მშპ-ის 6.6% შეადგინა, მაშინ როცა 2006 წელს ეს მაჩვენებელი 7.5% იყო.

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მთლიანი შემოსავლების 63.28%-იანი წილი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წელს 65%-ს შეადგენდა. შემდეგ მოდის  ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურება 29.53%-ით, რომელიც ცოტათი შემცირდა 2006 წელთან შედარებით და ტელე და რადიო მაუწყებლები 7.19%-ით, 2006 წლის 5.22%-ის ნაცვლად.

2007 წელს მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავლებმა 704 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა 2006 წელს 650 მილიონი ლარი შეადგინა.

2007 წელს მობილური სატელეფონო ქსელის აქტიური აბონენტების რაოდენობა 895 000-ით გაიზარდა და 2.6 მილიონს მიაღწია, რაც ”რეკორდულად მაღალი” მაჩვენებელია, ნათქვამია ანგარიშში.

ჯეოსელი და მაგთი ორი უმსხვილესი მობილური სატელეფონო ოპერატორი კომპანიაა საქართველოში. თუმცა, 2007 წლის მარტში საქართველოს ბაზარზე რუსული ”ვიმპელკომი” შემოვიდა სახელწოდებით ”ბილაინი”.

მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიური შემოსავლების ოდენობა საშუალოდ ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით 2000 წელს 57.74 ლარს შეადგენდა, 2007 წელს 217  ლარი შეადგინა.

2007 წელს, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები წინა წელთან შედარებით 30 მლნ. ლარით გაიზარდა და თითქმის 329 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბაზრის შემოსავლის 29,5%-ია.

ტელე-რადიო მაუწყებლობის ბაზრის შემოსავლები 52.2 მილიონი ლარიდან 2006 წელს 80.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2007 წელს.

საქართველოში 39 ტელეკომპანიაა, მათ შორის 7 თბილისში; და 30 რადიოსადგური, მათ შორის 20 – თბილისში.  

ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავლები 2006 წელს არსებული 26.15 მილიონიდან 42.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2007 წელს. 

ანგარიშის თანახმად, ასევე გაიზარდა საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა: ADSL-ის აბონენტთა რაოდენობა 41 ათასი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 27 700 იყო.

Back to top button