
ახალი ამბები
ლიტვაში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს
პარლამენტმა ლიტვაში საქართველოს ელჩად გიორგი ქერდიყოშვილის კანდიდატურას 95 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი.
გიორგი ქერდიყოშვილი 1999 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2007 წლიდან კი იყო ლიტვაში საქართველოს კონსული.