
ახალი ამბები
წლიური ინფლაციის დონემ 11.3% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ივნისის ბოლოს წლიური ინფლაციის დონე 11.3%-მდე გაიზარდა. მაისის ბოლოს ეს მაჩვენებელი 11.2%-ს შეადგენდა.
სატრანსპორტო ხარჯები ივნისის ბოლოსთვის 23.2% იყო, ნაცვლად მაისის 18.2%-ისა, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები 16.1%-მდე გაიზარდა მაისში დაფიქსირებული 12.2%-დან. ფასები ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე 1.6%-ით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 ივნისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ძირითადი განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 12% შეადგენს. ეროვნულმა ბანკმა თავისი ერთკვირიანი სადეპოზიტო სერტიფიკატი ინფლაციის ტემპის შენელების მიზნით გასული წლის ნოემბრიდან 5%-ით გაზარდა და 12% შეადგინა.