ახალი ამბები

ევროკავშირი შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის ზრდის გამო

ევროკავშირის ფრანგულმა თავმჯდომარეობამ ”ღრმა შეშფოთება” გამოხატა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის ზრდის, მათ შორის დაბომბვის, შეიარაღებული ინციდენტების და საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების გამო.

მან მოუწოდა მხარეებს თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის ზრდას და პატივი სცენ გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის შეთანხმებებს და რეზოლუციებს.

”ევროკავშირი მოუწოდებს მხარეებს ჩაერთონ დიალოგში მოლაპარაკების არსებულ სტრუქტურებში, კონფლიქტების მოგვარების მიზნით. იგი გამოხატავს მხარდაჭერს მეგობართა ჯგუფის და ეუთოს ფარგლებში განხორციელებული მცდელობების მიმართ. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს მათ განხორციელებას,” – განაცხადა მან 11 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ფრანგული თავმჯდომარეობა ასევე მოუწოდებს მხარეებს დაუყონებლივ შეასრულონ თავიანთი ვალდებულება ძალის არგამოყენების და დევნილთა დაბრუნების თაობაზე.

”თავმჯდომარეობა მოუწოდებს თავის პარტიონებს ”ტროიკიდან” რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ დიპლომატიური ქმედებები მოსკოვსა და თბილისში ზემოთ თქმულთან დაკავშირებით,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

Back to top button